სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსის მეოთხე მოდული

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 16-დან 18 იანვრის ჩათვლით უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსის მეოთხე მოდული გაიმართა. 

მოდულის მიმდინარეობისას, კურსის მსმენელებმა ინფორმაცია შემდეგი თემების შესახებ მიიღეს: თამაშის მართვა, პოზიტიური გადასვლა, ლიდერობა. კურსის თეორიული ნაწილი "დავით პეტრიაშვილი არენაზე" გაიმართა, ხოლო პრაქტიკულ ნაწილს სფფ-ის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრმა უმასპინძლა. 

უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსი ექვსი მოდულისგან შედგება. სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მსმენელებს უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ. A ლიცენზიის კურსზე 20 მონაწილე ირიცხება.

უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსი სრულ შესაბამისობაშია უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან.