სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსზე რეგისტრაცია დროებით შეჩერდა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსზე რეგისტრაცია დროებით ჩერდება.

აღნიშნულ კურსზე რეგისტრაცია 2022 წლის 20 დეკემბერს განახლდა და 10 იანვრამდე გაგრძელდა. იქიდან გამომდინარე, რომ რეგისტრირებულთა რაოდენობამ 160 შეადგინა, მწვრთნელთა განათლების და პროფესიული განვითარების განყოფილებამ მიიღო გადაწყვეტილება რეგისტრაციის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით. დარეგისტრირებულ პირთა მონაცემების დამუშავება კვლავ მიმდინარეობს.

რეგისტრირებულ პირებთან გასაუბრება 23-26 იანვარს გაიმართება. გასაუბრებასთან  დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მომდევნო კვირის განმავლობაში, რეგისტრაციის დროს მითითებულ ელ-ფოსტაზე მიიღებენ.

აქვე გაცნობებთ, რომ სამწვრთნელო საქმიანობაში აქტიურად ჩართულ მწვრთნელებს, კურსზე მონაწილეობის მისაღებად შეუძლიათ ნებისმიერ დროს მოგვმართონ პირადი წერილის საშუალებით.

ინფორმაცია რეგისტრაციის განახლებასთან დაკავშირებით მოგვიანებით გახდება ცნობილი.