სიახლეები

სფფ-ის ტექნიკური დეპარტამენტის მიერ 2022 წელს განხორციელებული ღონისძიებები

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა დეპარტამენტმა 2022 წლის განმავლობაში მწვრთნელთა განათლების არაერთი კურსი დაიწყო, რომელთა ნაწილიც 2023 წელს დასრულდება. 

ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რომელიც ტექნიკური დეპარტამენტის საქმიანობას უკავშირდება, მწვრთნელთა განათლების B+A ლიცენზიის კურსია, რომელიც საქართველოში პირველად სწორედ 2022 წელს დაიწყო და განსაკუთრებული საფეხბურთო სტაჟის მქონე მოთამაშეებს A ლიცენზიის აღების საშუალებას აძლევს. 

2022 წელს განხორციელებული ღონისძებების სია: 

  • 6 უეფა-ს C ლიცენზიის კურსი 
  • 2 უეფა-ს B ლიცენზიის კურსი 
  • 2 უეფა-ს A ლიცენზიის კურსი 
  • 1 უეფა-ს PRO ლიცენზიის კურსი (სრულდება მომავალი წლის გაზაფხულზე)
  • 1 უეფა-ს მეკარეების მწვრთნელთა B ლიცენზიის კურსი
  • 2 უეფა-ს შემდგომი განათლების B ლიცენზიის ე.წ. Refresh კურსი
  • 2 უეფა-ს შემდგომი განათლების A ლიცენზიის ე.წ. Refresh კურსი
  • 1 უეფა-ს შემდგომი განათლების კურსი ტუტორებისათვის 
  • 1 უეფა-ს PRO ლიცენზიის რეფრეშ კურსი
  • დაიწყო 1 უეფა-ს მწვრთნელთა B+A ლიცენზიის კურსი რომელიც პირველად ტარდება და აქტიური და განსაკუთრებული საფეხბურთო კარიერის მქონე მოთამაშეები იღებენ მონაწილეობას 

გარდა ამისა, ტექნიკურმა დეპარტამემტმა C ლიცენზიის რეფრეშ კურსებით მოიცვა ყველა რეგიონი, რისთვისაც მადლობას უხდის რეგიონალურ ფეხბურთის ფედერაციებს ჩართულობისთვის და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს, ჩამოთვლილი პროექტების თანადაფინანსებისთვის და ორგანიზებაში თანამონაწილეობისთვის. 

გეგმა მომავალი წლისთვის სფფ-ის სტრატეგიული განვითარების გეგმის ფარგლებში:

  • 6 UEFA “C” ლიცენზიის კურსი
  • 2 UEFA “B” ლიცენზიის კურსი
  • 2 UEFA “A” ლიცენზიის კურსი
  • 1 UEFA “PRO” ლიცენზიის კურსი
  • 1 UEFA GK “B” ლიცენზიის კურსი
  • 1 UEFA GK”A” ლიცენზიის კურსი
  • 1 UEFA Futsal “B” ლიცენზიის კურსი
  • 1 UEFA “B+A“ ლიცენზიის კურსი
  • 1 კურსი სფფ-ის ტუტორებისათვის
  • 6 Refresh “C” ლიცენზიის კურსი
  • 2 Refresh “B” ლიცენზიის კურსი
  • 2 Refresh “A” ლიცენზიის კურსი 

ერთ-ერთი მნიშვენლოვანი ღონისძიება, რომელიც მომავალ წელს ბათუმში გაიმართება, უეფას მწვრთნელთა კონფერენცია. ღონისძიებაში მონაწილეობას უეფას 55 ასოციაციის წარმომადგენლები, ასევე უეფას ტოპ მენეჯმენტი, ტექნიკური განვითარების კომიტეტი და Jira Panel-ის წევრები მიიღებენ. 

კალენდარი 2023 - განახლდება თარიღების დადგენასთან ერთად