სიახლეები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამძიმარი

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მწუხარებას გამოთვქამს ვეტერანი ქართველი ფეხბურთელის, ვლადიმერ ბარქაიას გარდაცვალების გამო.

ვლადიმერ ბარქაია 1937 წლის 29 ივლისს, გაგრაში დაიბადა. 1957-1967 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში, სადაც 226 მატჩში 68 გოლი გაიტანა. მონაწილეობდა 1964 წლის „ოქროს მატჩში“, სადაც „დინამოსთან“ ერთად საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა. ჩატარებული აქვს ორი მატჩი საბჭოთა კავშირის ნაკრებში, მათ შორის ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მის მეგობრებსა და საფეხბურთო ოჯახს.