საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში 20 წელზე მეტი სამუშაო სტაჟის მქონე თანამშრომლები დაჯილდოვდნენ.
განსაკუთრებული სტაჟის მქონე თანამშრომლებს სიგელები და სპეციალური მედლები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გადასცა. ლევან კობიაშვილმა მათ თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.
სპეციალური ჯილდო ფეხბურთის ფედერაციის 14 თანამშრომელს გადაეცა. მათ შორის, ორგანიზაციის ყველაზე სტაჟიან თანამშრომელს, რომელიც სფფ-ში დაარსების დღიდან, 1990 წლიდან მუშაობს.