სიახლეები

ფეხბურთის ექიმთა სემინარი დავით პეტრიაშვილი არენაზე

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ორგანიზებით, საფეხბურთო კლუბებსა და ეროვნულ ნაკრებებში დასაქმებული ექიმებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო კურსი დაიწყო. მონაწილეთა შორის არიან კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის, ქალთა ლიგის და ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ექიმები. 

კურსის პირველ დღეს, მსმენელებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზდენტმა, კახა ჭუმბურიძემ სიტყვით მიმართა, ისაუბრა კურსის და განათლების მნიშვნელობაზე და მონაწილეებს წარმატება უსურვა. 

კურსს მერაბ ვარძუკაშვილი ხელმძღავნელობს და სამი დღის განმავლობაში კურსის მონაწილე ექიმები თეორიული და პრაქტიკული სწავლებით საფეხბურთო პრაქტიკაში გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობების მართვის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.

წარმატებული კურსდამთავრებულები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტირებულ სერტიფიკატს და უეფას სერტიფიკატს მიიღებენ.