სფფ
გაუზიარე

26 დეკემბერს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება GFF Awards 2022 გაიმართა. 

2022 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით კი, პროცესში მედიის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ.

დაჯილდოება ალექსანდრე ჩივაძის მედლის მფლობელების გამოვლენით დაიწყო, რომელიც 2006 და 2004 წლებში დაბადებულ ფეხბურთელებს გადაეცათ. ტრადიციულად, დაჯილდოებაზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესოები გამოვლინდებიან. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ალექსანდრე ჩივაძის მედალი - U17

  • ოქრო - სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი)
  • ვერცხლი - საბა გეგუჩაძე (საბურთალო)
  • ბრინჯაო - ალექსანდრე თურქია (დინამო თბილისი)

ალექსანდრე ჩივაძის მედალი - U19

  • ოქრო - ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი)
  • ვერცხლი - საბა გოგლიჩიძე (ტორპედო)
  • ბრინჯაო - ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი)

სპეციალური პრიზი მასობრივი ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის - დიმიტრი არეშიძე და ზვიად ცარციძე

  • საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის მასობრივი ფეხბურთის განვითარება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სპეციალური ჯილდო გადაეცა ორ ადამიანს, რომლებიც თავიან რეგიონში თავდაუზოგავად შრომობენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ფეხბურთში.  

  • დიმიტრი არეშიძე - ფეხბურთის ახალგაზრდა ენთუზიასტი თერჯოლიდან, რომელიც მონაწილეობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით გამართულ თითქმის ყველა რეგიონალურ პროექტში. დიმიტრი მწვრთნელობს, თამაშობს და მოხალისეობრივად, აქტიურადაა ჩართული საორგანიზაციო საქმეშიც. 

  • ზვიად ცარციძე საჩხერის ქალთა გუნდის მწვრთნელია, ასევე წვრთნის ვაჟთა ასაკობრივ გუნდებს და აქტიურად არის ჩართული ადგილობრივ საფეხბურთო პროცესებში.

2022 წლის საუკეთესო მსაჯი - ალექსანდრე აფციაური

2022 წლის სეზონის ქალთა ლიგის საუკეთესო მწვრთნელი - ავთანდილ რევიშვილი (მართვე, ქუთაისი)

  • ნომინანტები - გიორგი ჩხაიძე (ლანჩხუთი), ავთანდილ რევიშვილი (მართვე, ქუთაისი), გივი კვარაცხელია (სამეგრელო, ჩხოროწყუ)

2022 წლის სეზონის ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი - ლელა ჭიჭინაძე (დინამო სოხუმი)

  • ნომინანტები - ლელა ჭიჭინაძე (დინამო სოხუმი), ეთერ სულაშვილი (ლანჩხუთი), მაიკო ბებოა (სამეგრელო, ჩხოწორყუ)

სპეციალური პრიზი - ვინდფორსი

  • 2022 წელს, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ეროვნული გუნდებისთვის ერთიანი ბრენდ პლატფორმა შეიქმნა. შეიცვალა ბრენდის ვიზუალური და ვერბალური იდენტობა და პირველად, ეროვნულმა გუნდებმა უნიკალური დიზაინის მაისურებით ითამაშეს. ბრენდის ახალი პლატფორმის შექმნაზე საკომუნიკაციო სააგენტო ვინდფორსმა იმუშავა.

სპეციალური პრიზი | მადლობა უეფას 2022 წლის ფუტსალის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობისთვის - საქართველოს ფუტსალის ნაკრები

  • 2022 წელს, საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა და საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვდა. ამ წარმატების აღსანიშნად, გუნდი სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა, რომელიც ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელს, ავთანდილ ასათიანს გადაეცა. 

2022 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე - ზვიად კუპატაძე 

  • ნომინანტები -  გიორგი ღავთაძე, ზვიად კუპატაძე, შაგინია

2022 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - ანზორ მექვაბიშვილი

2022 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - ეთერ სულაშვილი (ლანჩხუთი)

  • ნომინანტები - ეთერ სულაშვილი (ლანჩხუთი), მაიკო ბებოა (სამეგრელო, ჩხოროწყუ), ლელა ჭიჭინაძე (დინამო სოხუმი)

2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელი - ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია)

  • ნომინანტები - ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი)

GFF Awards 2022 | ფოტოები