სიახლეები

GFF Awards 2022 | წლის საუკეთესოები 26 დეკემბერს გამოვლინდებიან

სფფ
გაუზიარე

26 დეკემბერს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება, GFF Awards 2022 გაიმართება.

GFF Awards 2022-ზე საუკეთესოები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან:

  • 2022 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი
  • 2022 წლის სეზონის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი
  • 2022 წლის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი
  • 2022 წლის სეზონის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე
  • 2022 წლის სეზონის საუკეთესო მსაჯი
  • 2022 წლის სეზონის ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი
  • 2022 წლის სეზონის ქალთა ლიგის საუკეთესო მწვრთნელი
  • ალექსანდრე ჩივაძის მედლები 2022 წლის საუკეთესო 17-წლამდე და 19-წლამდე მოთამაშეებისთვის (გადაეცემათ 2006 და 2004 წლებში დაბადებულ ფეხბურთელებს)

ტრადიციულად, დაჯილდოებაზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესოები გამოვლინდებიან. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

2022 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ათივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და თერთმეტმა ფეხბურთელმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით, გამოკითხვაში ჩართული იყვნენ სპორტული მედიის წარმომადგენლები.

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: აკრედიტაციის მისაღებად, 25 დეკემბრის 18:00 საათამდე, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა. ორგანიზაციამ ოფიციალურ წერილში უნდა მიუთითოს აკრედიტაციის მიღების მსურველი მედიის წარმომადგენლის სახელი, გვარი, პოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია. მედიის წარმომადგენლებს, გთხოვთ, მობრძანდეთ 19:30 საათიდან.