სიახლეები

მოყვარულთა ლიგის 2022 წლის შემაჯამებელი ღონისძიება

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში მოყვარულთა ლიგის 2022 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარლგებშიც სხვადასხვა ნომინაციებში, თბილისი ლიგა 1-ის, თბილისი ლიგა 2-ისა და მოყვარულთა ლიგის საუკეთესო მოთამაშეები გამოვლინდნენ.

ღონისძიებას სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე დაესწრო და დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. 

მოყვარულთა ლიგის ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ:

,,მოყვარულთა ლიგა“ 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელი - ედგარ კაზარიანი (ბასა)

თბილისის ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელი - ალექსანდრე კობახიძე (გრასრუტი)

თბილისის ლიგა 2-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელი - ზუკა ბასილიშვილი (თბილისი სითი)

გოგონათა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი - მარიამ ჯოჯუა (WPS ვაკე).

მეშვიდე სეზონის წარმატებით ჩატარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვნდნენ ვეტერანებიც: უხუცესი ფეხბურთელი, 68 წლის თენგიზ კაზარიანი და ვეტერანი მწვრთნელი გივი მამულაშვილი.

2022 წლის ჩემპიონ ბასას 5 000 ლარი გადაეცა, ხოლო მეორეადგილოსან წყალტუბოს 2 500 ლარი. ფულადი ჯილდოები თბილისის ლიგა 1-ისა და თბილისის ლიგა 2-ის პრიზიორ გუნდებსაც გადაეცათ.