გივი ჩოხელის სახელობის საქართველოს 19-წლამდელთა ოქროს ლიგის 2022 წლის სეზონის გამარჯვებული „საბურთალო“ გახდა.
ბოლო ტურის შეხვედრაში „საბურთალომ“ უშუალო კონკურენტი „დინამო თბილისი“ 2:1 დაამარცხა და ოქროს მედლებს დაეუფლა. მესამე ადგილზე თბილისის „ლოკომოტივი“ გავიდა.
გამარჯვებულ გუნდს საჩემპიონო თასი და მედლები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა გადასცა.