სიახლეები

დინამო თბილისი 17-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

მიხეილ მესხის სახელობის საქართველოს 17-წლამდელთა ოქროს ლიგის 2022 წლის სეზონის გამარჯვებული „დინამო თბილისის“  მეორე გუნდი გახდა. 

ჩემპიონი ბოლო ტურში, პარალელურად მიმდინარე ორი შეხვედრის შედეგად გამოვლინდა. „დინამო თბილისის“ მეორე გუნდმა „საბურთალო 2“ 2:0 დაამარცხა, ხოლო „დინამო თბილისის“ პირველმა გუნდმა ჩემპიონობისთვის მებრძოლ „საბურთალოს“ პირველ გუნდს 3:1 სძლია. შედეგად, პირველ ადგილზე „დინამო თბილისი 2" გავიდა, მეორე ადგილი „საბურთალოს“ ერგო, ხოლო „დინამო თბილისის“ პირველმა გუნდმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. 

გამარჯვებულ გუნდს საჩემპიონო თასი და ოქროს მედლები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ გადასცა.