სლავა მეტრეველის სახელობის 15-წლამდელთა ლიგის 2022 წლის სეზონის გამარჯვებული „დინამო თბილისის“ ასაკობრივი გუნდი გახდა.
„დინამო თბილისის“ 15-წლამდელთა გუნდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, აკაკი ალადაშვილმა დააჯილდოვა.
გათამაშების გამარჯვებული გუნდის წევრებს ოქროს მედლები და საჩემპიონო ფარი „დინამო თბილისის“ აკადემიაში, „საბურთალოსთან“ მოგებული (1:0) მატჩის შემდეგ გადაეცათ.
„დინამო თბილისის“ 15-წლამდე გუნდმა გათამაშება დამაჯერებლად მოიგო. მეორე ადგილზე სფფ-ის ლაგოდეხის აკადემიის გუნდი გავიდა, ხოლო 2022 წლის გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორი „საბურთალო“ გახდა.