სიახლეები

საქართველოს თასის ფინალური მატჩის მსაჯთა ბრიგადა ცნობილია

საქართველოს თასი
გაუზიარე

7 დეკემბერს, ბათუში, აჭარაბეთ არენაზე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2022 წლის გათამაშების ფინალური მატჩი გაიმართება. 

ქუთაისის "ტორპედოს" და თბილისის "ლოკომოტივი 2"-ის შეხვედრას ალეკო აფციაური განსჯის. მას ასისტენტობას დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია გაუწევენ. მეოთხე მსაჯი დავით სანოძე იქნება. ფინალურ შეხვედრაზე სამსაჯო ბირგადის შემადგენლობაში VAR-ის ჯგუფი იმუშავებს. ვიდეო მსაჯი დავით ხარიტონაშვილი იქნება, ხოლო ვიდე მსაჯის ასისტენტი - ჯენერი ხორავა. 

„ტორპედოს“ და „ლოკომოტივი 2“-ის მატჩი 19:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია. მატჩზე მოსული თითოეული გულშემატკივარი მიიღებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და კრისტალბეთის საერთო წამახალისებელი გათამაშების ბილეთს. გათამაშების ფარლგებში გულშემატკივრებს მობილური ტელეფონის, ტელევიზორის ან ლეპტოპის მოგების შანსი ექნებათ.