სიახლეები

აკრედიტაცია საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალზე

საქართველოს თასი
გაუზიარე

7 დეკემბერს, ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2022 წლის გათამაშების ფინალური შეხვედრა გაიმართება. საქართველოს თასისთვის ერთმანეთს ქუთაისის „ტორპედო“ და თბილისის „ლოკომოტივი 2“ დაუპირისპირდებიან. 

„ტორპედოს“ და „ლოკომოტივი 2“-ის ფინალური მატჩი 19:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია. 

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: 2022 წლის საქართველოს თასის ფინალური მატჩის აკრედიტაციის მისაღებად, გთხოვთ, 6 დეკემბრის ჩათვლით, წერილობითი ფორმით მიმართოთ სფფ-ის პრეს-სამსახურს, ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected]. ორგანიზაციამ ოფიციალურ წერილში უნდა მიუთითოს აკრედიტაციის მიღების მსურველი მედიის წარმომადგენლის სახელი, გვარი, პოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია.