სიახლეები

ადიგენი 15-წლამდე გოგონათა შორის 7x7-ზე საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებულია

ქალთა ფეხბურთი
გაუზიარე

26 ნოემბერს, მასტერ ლიგის სტადიონზე, 15-წლამდე გოგონათა შორის 7x7-ზე საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი გაიმართა. ტურნირი, რომელიც 6 აგვისტოს დაიწყო და მთელი ქვეყნის მასშტაბით 34 გუნდს აერთიანებდა, ადიგენის გამარჯვებით დასრულდა.

აღმოსავლეთი რეგიონის ნახევარფინალში ადიგენმა რუსთავს 2:0 სძლია, ხოლო დასავლეთის რეგიონის გადამწყვეტ შეხვედრაში მარტვილმა ოზურგეთს 4:0 მოუგო. მესამე ადგილისთვის მატჩში რუსთავმა ოზურგეთი 2:0 დაამარცხა, დაძაბულ ფინალურ შეხვედრაში კი, ადიგენმა მარტვილის გუნდს პენალტების სერიაში, 7:6 სძლია და ტურნირის გამარჯვებული გახდა. 

ფინალური მატჩის შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. პრიზიორი გუნდები და ნომინაციებში გამარჯვებულები სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ, ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნინო სორდიამ და 7x7-ზე ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა აკაკი ხლაბუსტოვმა დააჯილდოვეს. 

საუკეთესო მოთამაშეები ნომინაციების მიხედვით:

საუკეთესო ფეხბურთელი - ლიზი ცაავა

საუკეთესო თავდამსხმელი - ნინო მეტრეველი

საუკეთესო მცველი - თინათინ მაჭარაშვილი

საუკეთესო  მეკარე - მარიამ გელაძე

ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი - მარიამ გელაძე

საუკეთესო უნივერსალი - მარიამ ხლაბუსტოვი

მენეჯერი - ჯაბა ენუქიძე

აღნიშნული პროექტი პირველად გასულ წელს, ფესტივალის ფორმატში გაიმართა და მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 30-მა გუნდმა მიიღო. მიმდინარე წლიდან კი, ჩემპიონატმა რეგულარული სახე მიიღო და მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა.