საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტი უეფას მწვრთნელთა განათლების PRO ლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის Refresh კურსს გეგმავს.
საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველ მწვრთნელებს, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ მითითებულ ბმულზე მიმდინარე წლის 2 დეკემბრის ჩათვლით.
უეფას მწვრთნელთა განათლების PRO ლიცენზიის Refresh კურსზე რეგისტრაცია შეუძლია ყველა მწვრთნელს, რომლის PRO ლიცენზიას ვადა გაუვიდა ან მოქმედების ვადა 2022 წლის ბოლომდე ეწურება.
კურსთან დაკავშირებით, რომელიც 28-29 დეკემბერს გაიმართება, კანდიდატები დამატებით ინფორმაციას რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.