სიახლეები

უეფას C ლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის Refresh კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტი უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის Refresh კურსს გეგმავს.

საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველ მწვრთნელებს, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს რეგიონულ ფეხბურთის ფედერაციას კურსზე რეგისტრაციის მიზნით მიმდინარე წლის 17 ნოემბრის ჩათვლით.

უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის Refresh კურსზე რეგისტრაცია შეუძლია ყველა მწვრთნელს, რომლის C ლიცენზიას ვადა გაუვიდა ან მოქმედების ვადა 2022 წლის ბოლომდე ეწურება.

კურსებთან დაკავშირებით, რომლებიც 21, 22 ნოემბერს და 25, 26 ნოემბერს ქალაქ თბილისში გაიმართება, კანდიდატები დამატებით ინფორმაციას რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის მეშვეობით მიიღებენ.