საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 1-დან 3 ნოემბრის ჩათვლით უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსის მესამე მოდული გაიმართა.
მოდულის მიმდინარეობისას, კურსის მსმენელებმა ინფორმაცია შემდეგი თემების შესახებ მიიღეს: ძალა, შეტევა (ზონა 3), თავდაცვა (ზონა 1). კურსი როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან შედგება. მოდულში მონაწილეობა მიიღეს მოწვეულმა ექსპერტებმა: ოთარ საბანაძემ საფეხბურთო ფიტენსის კუთხით და საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა ანალიტიკოსმა, ირაკლი ჩიტაურმა.
უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსი ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება და ექვს მოდულთან ერთად, საგამოცდო მოდულს მოიცავს. სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მსმენელებს უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ. A ლიცენზიის კურსზე 20 მონაწილე ირიცხება.
უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსი სრულ შესაბამისობაში მოდის უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან.