3 ნოემბერს, ევროპის კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის მატჩები გაიმართება. უეფას გადაწყვეტილებით, თურქული ბაშაქშეჰირის და შოტლანდიური ჰართსის მატჩს ქართველი მსაჯები მოემსახურებიან.
შეხვედრის მთავარი არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება. მას ასისტენტობას დავით გაბისონია და დავით ჩიგოგიძე გაუწევენ. მატჩის მეოთხე მსაჯი ალეკო აფციაური იქნება.
ბაშაქშეჰირის და ჰართსის დაპირისპირება სტამბოლში გაიმართება და თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.