საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა განყოფილებამ 27 ოქტომბერს გამართული ლიგა 3-ის 25 ტურის მატჩში „მეშახტესა“ და „კოლხეთი 1913“-ს შორის მსაჯთა ბრიგადის მუშაობის შესახებ იმსჯელა.
მსაჯთა დამკვირვებლებმა აღნიშნულ მატჩში პირველი კატეგორიის მსაჯის, თეიმურაზ კალაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები განიხილეს.
მსაჯთა დამკვირვებლების გადაწყვეტილებით, თეიმურაზ კალაძეს სამსაჯო საქმიანობა მიმდინარე წლის სეზონის დასრულებამდე აეკრძალა.
? მიხეილ მაზიაშვილი (მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებლების განყოფილების ხელმძღვანელი): „მსაჯთა საქმიანობისა შეფასება ჩვენი განყოფილების მიერ მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. მსაჯები შეფასებას მათ მიერ კონკრეტულ მატჩში მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით იღებენ. ლიგა 3-ის 25-ე ტურის მატჩში მსაჯთა დამკვირვებლისგან მიღებული დაბალი ნიშნისა და მატჩის განხილვის შემდეგ, მსაჯთა განყოფილების გადაწყვეტილებით, თეიმურაზ კალაძე წლის ბოლომდე დისკვალიფიცირებულია.“