სიახლეები

ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩზე

მსაჯები
გაუზიარე

27 ოქტომბერს, ევროპის კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩები გაიმართება. უეფას გადაწყვეტილებით, ჩეხური სლოვაცკოს და გერმანული კიოლნის მატჩს ქართველი მსაჯები მოემსახურებიან. 

შეხვედრის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება. მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ. მეოთხე მსაჯი დავით ხარიტონაშვილი იქნება. 

სლოვაცკოს და კიოლნის პირველი დაპირისპირება თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.