სიახლეები

სფფ-ის წარმომადგენელი ჩემპიონთა ლიგის მატჩზე იმუშავებს

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბაქარ ჟორდანია უეფა-ს დელეგატის სტატუსით უეფას ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლის სეზონის ჯგუფური ეტაპის მატჩზე იმყოფება.

მეოთხე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა დორტმუნდსა და მანჩესტერ სიტის შორის გერმანიაში, ქალაქ დორტმუნდში, 25 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სფფ-ის წარმომადგენელი უკვე მრავალი წელია ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ ორგანიზებულ ტურნირებზე უეფას დელეგატის რანგში მუშაობს.