სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის მესამე მოდული

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

18-დან 21 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის ბოლოსწინა, მესამე მოდული ჩატარდა. 

მოდულის მიმდინარეობისას ლიცენზიის მაძიებელმა მწვრთნელებმა ინფორმაცია შემდეგი თემების შესახებ მიიღეს: შეტევა (ზომა 3), ფსიქოლოგია, გამძლეობა, ტრავმების პრევენცია, თავდაცვა (ზონა 1). 

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსი ოთხი 4-დღიანი მოდულისგან შედგება, რაც უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაშია. მიმდინარე კურსზე 25 მონაწილე ირიცხება. 

მსმენელებს სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.