სიახლეები

სფფ-ში საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა

საქართველოს თასი
გაუზიარე

20 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2022 წლის გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. მასში მონაწილეობას კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სამი და ლიგა 4-ის ერთი წარმომადგენელი იღებდა. 

წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

  • ტორპედო - დინამო თბილისი
  • ლოკომოტივი 2 - საბურთალო

დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები 2 ნოემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.

ცნობილია 2022 წლის საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური მატჩის მასპინძელი ქალაქი. ფინალური შეხვედრა ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე გაიმართება და მასპინძლის სტატუსით ქუთაისის ტორპედოსა და დინამო თბილისის წყვილში გამარჯვებული გუნდი ითამაშებს.