სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების მეკარეების მწვრთნელების B ლიცენზიის მეორე მოდული

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 10-12 ოქტომბერს, უეფას მწვრთნელთა განათლების მეკარეების მწვრთნელთა B ლიცენზიის კურსის მეორე მოდული გაიმართა. 

მოდული ფარგლებში, კურსის მსმენელებმა ინფორმაცია დავით გვარამაძისგან შემდეგი თემების შესახებ მიიღეს: ბურთის ამოტანა, რონდოს ფილოსოფია, სტანდარტული სიტუაციები, ჩაწოდება და პასი უკან, მეკარის ფსიქოლოგია, გამჭოლი გადაცემა. 

მოდულის თეორიულ ნაწილს „დავით პეტრიაშვილი არენამ“ უმასპინძლა, ხოლო პრაქტიკულს - თენგიზ სულაქველიძის სახელობის აკადემიამ. მოდულს ესწრებოდა უეფას მეკარეების მწვრთნელთა ჯგუფის ექსპერტი, მარტ პუმი.  

საწვრთნელ პროგრამაში მონაწილეობენ ეროვნული ლიგის, ეროვნული ლიგა 2-ის და საფეხბურთო აკადემიების წარმომადგენლები. კურსზე 20 ლიცეზიის მაძიებელი ირიცხება. კურსი სამი 3-დღიანი მოდულისგან შედგება და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს.