სიახლეები

ქართველი მსაჯები და დელეგატები უეფას საკლუბო ტურნირებზე

მსაჯები
გაუზიარე

6 ოქტომბერს, უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩები გაიმართა. უეფა-ს გადაწყვეტილებით, მონაკოსა და ტრაბზონსპორის შეხვედრას ქართველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურა.

მატჩის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იყო. მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია უწევდნენ. მეოთხე მსაჯი დავით ხარიტონაშვილი იყო. 

მსაჯების გარდა, უეფამ მიმდინარე კვირის საერთაშორისო საკლუბო მატჩებზე ქართველი დელეგატებიც მიავლინა.

შვეიცარიაში, ციურიხსა და პსვ-ს შორის ჩატარებულ ევროპა ლიგის მატჩის დელეგატი ირაკლი ნაკაიძე იყო. პრაღაში, ადგილობრივ სლავიასა და ბელგიურ გენკს შორის ჩატარებული უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩზე კი უეფასმ ვახტანგ ბზიკაძე მიავლინა.