საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და "კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის" შორის, რომელიც 51 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდება ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობადობის ასამაღლებელი ტრენინგები, რაც მოიცავს ბავშვთა მიმართ ძალადობის ამოცნობას და რეფერირების პროცედურების გაცნობა/გააზრებას.
ტრენინგების მიზანია, ფეხბურთი იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო და სასიამოვნო გამოცდილება ყველა ბავშვისთვის. შესაბამისად, სფფ აღრმავებს თანამშრომლობას შესაბამისი კომპეტენციის ორგანიზაციებთან და იწყებს საგანმანათლებლო სესიებს.
მემორანდუმს ხელი სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და "კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდების" თავმჯდომარემ, გია კაკაჩიამ მოაწერეს.
? დავით მუჯირი (სფფ-ის გენერალუდი მდივანი): „უკვე დიდი ხანია უეფასთან ვთანამშრომლობთ ბავშვთა უსაფრთხოების პროექტზე, რომელიც ფეხბურთში ჩართული ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნავს. შესაბამისად, დღეს, ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს კოალიციათან ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, რომელიც 51 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩავატარებთ ტრენინგებს, რომელიც ფეხბურთში ჩართულ ბავშვებისთვის გარემოს მაქსიმალურად უსაფრთხოს გახდის. ამიტომ, ძალიან მნიშვენლოვანია ჩვენი პარტნიორობა და მადლობას ვუხდი კოალიციას თანამშრომლობისთვის“.