25 სექტემბერს, ერთა ლიგის დასკვნითი ტურის მატჩები გაიმართება. უეფას გადაწყვეტილებით, ლუქსემბურგისა და ლიეტუვის ნაკრებების შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან.
მატჩის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება. მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ალეკო აფციაური იქნება.
ლუქსემბურგის და ლიეტუვის ეროვნული ნაკრებების მატჩი ლუქსემბურგში გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.