სიახლეები

ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩზე

ევრო 2023
გაუზიარე

23 სექტემბერს, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის პირველი მატჩები გაიმართება. უეფას გადაწყვეტილებით, ხორვატიისა და დანიის 21-წლამდე ნაკრებების შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან. 

მატჩის მთავარი არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება. მას ასისტენტობას გიორგი ელიკაშვილი და დავით ახვლედიანი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ირაკლი კვირიკაშვილი იქნება.

ხორვატიის და დანიის 21-წლამდე ნაკრებების მატჩი ქალაქ პულაში გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. 

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ზაფხულში დაგეგმილი 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება.