სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის მეორე მოდული

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის წლის პირველი კურსი დაიწყო. 19-დან 22 სექტემბრის ჩათვლით, კურსის მეორე მოდული ჩატარდა.  

მოდულის მიმდინარეობისას ლიცენზიის მაძიებელმა მწვრთნელებმა ინფორმაცია შემდეგი თემების შესახებ მიიღეს: რონდოს ფილოსოფია, თავდაცვა (ზონა 2), სათამაშო მოდელი, მოთამაშის განვითარება. მოდულის თეორიულ ნაწილს დავით პეტრიაშვილი არენამ უმასპინძლა, ხოლო პრაქტიკულს - ტექნიკურმა ცენტრმა ბასამ. 

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის აღნიშნული კურსი მიმდიანრე წელს დაიწყო, 4 მოდულისგან შედგება და უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაშია. კურსზე 25 მონაწილე ირიცხება. 

მსმენელებს სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.