19 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
წილისყრაში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ოთხი, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ორი, ლიგა 3-ის ერთი და ლიგა 4-ის ერთი წარმომადგენელი მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიანი დაპირისპირებაში გამოვლინდება. დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრები 12 ოქტომბერს გაიმართება.