საქართველოში VAR-ის დანერგვის მოსამზადებელი პროცესის დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს. 11-დან 24 სექტემბრის ჩათვლით, სამოყვარული, ასაკობრივი და რეგიონული ლიგის მატჩებზე, VAR-ის სისტემის ტესტირება მიმდინარეობს.
დასკვნითი ეტაპის ფარგლებში, VAR-ის სისტემა ჯამში 12 თამაშზე იქნება გამოყენებული. 14 და 15 სექტემბერს, სატესტო მატჩებს ფიფას პოლონელი ინსტრუქტორი, მაცეი ვიერზბოვსკი დაესწრო.
მიმდინარე ეტაპის დასრულების შემდეგ და ფიფასგან შესაბამისი ლიცენზიის მიღების შემდეგ, საქართველოში ოფიციალური მატჩების ჩატარება VAR-ის თანხლებით გახდება შესაძლებელი.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფას ინსტრუქტორებთან და შესაბამის ორგანიზაციებთან ერთად, ქვეყანაში მსაჯის ვიდეო ასისტენტის დანერგვაზე გასული წლიდან მუშაობს. სამუშაო ჯგუფს ფიფას ყოფილი არბიტრი, გიორგი ვადაჭკორია ხელმძღვანელობს. პროექტის ფარგლებში ვიდეორეფერის სისტემის დანერგვა მიმდინარე წლიდან იგეგმება.