სიახლეები

ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩზე

მსაჯები
გაუზიარე

8 სექტემბერს, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩები გაიმართება. უეფას გადაწყვეტილებით, კვიპროსული აეკის და ფრანგული რენის მატჩს ქართველი მსაჯები მოემსახურებიან. 

შეხვედრის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება. მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ. მეოთხე მსაჯი დავით ხარიტონაშვილი იქნება. 

აეკის და რენის შეხვედრა ლარნაკაში გაიმართება და თბილისის დროით 20:45-ზე დაიწყება.