სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსი ყოფილი ფეხბურთელებისთვის

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტი, უეფას მწვრთნელთა კონვენციის შესაბამისად, გეგმავს უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსს ყოფილი ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებული საფეხბურთო სტაჟი გააჩნიათ. 

კურსზე რეგისტრაციისას, მათ ვისაც აქვს მინიმუმ 200 თამაში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ან უეფა-ს სხვა წევრი ასოციაციის რანგით უმაღლეს ლიგაში და/ან მინიმუმ 10 თამაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, არ მოეთხოვებათ უეფას C დიპლომის ფლობა. 

საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველ პირებს რეგისტრაცია შეეძლებათ მითითებულ ბმულზე მიმდინარე წლის 2 სექტემბრის ჩათვლით.

კანდიდატები დამატებით ინფორმაციას რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ, რომლის შემდეგაც გაიმართება გასაუბრება სფფ-ის მწვრთნელთა განათლების და პროფესიული განვითარების განყოფილებასთან და მხოლოდ ამის შემდგომ დაიშვება კანდიდატი სწავლებაზე.