სიახლეები

Refresh კურსი A და B ლიცენზიის მფლობელი მწვრთნელებისთვის

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების A და B ლიცენზიის მფლობელი მწვრთნელებისთვის Refresh კურსი გაიმართა. 

A ლიცენზიის მფლობელმა მწვრთნელმა კურსის მიმდინარეობისას ინფორმაცია შემდეგი თემების შესახებ მიიღეს: სტანდარტული სიტუაციები, შეტევა (ზონა III), მეკარის მომზადება, რონდოს ფილოსოფია, სპეციფიური კოორდინაცია. 

B ლიცენზიის მფლობელმა მწვრთნელმა კურსის მიმდინარეობისას ინფორმაცია შემდეგი თემების შესახებ მიიღეს: სავარჯიშო მეთოდოლოგია, სტანდარტული სიტუაციები, რონდოს ფილოსოფია, თავდაცვა (ზონა II-I), მეკარის მომზადება, მოედნის სკანირება, სფფ აკადემიის სტრუქტურა. 

კურსის თეორიულ ნაწილს „დავით პეტრიაშვილი არენამ“ უმასპინძლა, ხოლო პრაქტიკულ სესიებს თენგიზ სულაქველიძის სახელობის აკადემიამ. 

Refresh კურსი A ლიცენზიის 18-მა და B ლიცენზიის 36-მა მფლობელმა გაიარა. მათ კუთვნილი ლიცენზია 2025 წლის 31 დეკემბრამდე გაუხანგრძლივდა.