11 აგვისტოს, უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართება. უეფას გადაწყვეტილებით, ორ შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან.
ბრიუსელში, "ანდერლეხტისა“ და "პაიდეს“ მატჩის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება. მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ. მეოთხე მსაჯი დავით ხარიტონაშვილი იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
ფარერული "კლაკსვიკის" და კოსოვოს წარმომადგენელი "ბალკანის" მატჩს კი, გოგა კიკაჩეიშვილი განსჯის. მას ასისტენტობას დავით გაბისონია და დავით ჩიგოგიძე გაუწევენ, ხოლო მეოთხე მსაჯი ირაკლი კვირიკაშვილი იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.