სიახლეები

უეფას-ს C ლიცენზიის Refresh კურსი კახეთის რეგიონში

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 5 და 6 აგვისტოს, კახეთში, უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის მფლობელი ადგილობრივი მწვრთნელებისთვის, Refresh კურსი ტარდება.

სასწავლო პროგრამის მონაწილე მწვრთნელები Refresh კურსის ფარგლებში შემდეგ თემებს განიხილავენ: სავარჯიშო მეთოდოლოგია, რონდოს ფილოსოფია, მეკარის ტექნიკური მომზადება, 5x5-7x7-9x9 მეთოდოლოგიური გადსავლა, 11x11 საფუძვლები, კოორდინაცია. 

Refresh კურსს, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერადაციის და საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით იმართება, 34 მწვრთნელი ესწრება.