სიახლეები

PRO ლიცენზიის კურსის მეათე მოდული

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 1-3 აგვისტოს, თბილისში უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის კურსის მეათე მოდული გაიმართა. 

მოდულის მსვლელობისას Pro ლიცენზიის მაძიებელმა მწვრთნელებმა რამდენიმე პრეზენტაცია წარმოადგინეს და მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ და სავარჯიშო სესიებში. გარდა ამისა, მწვრთნელებმა მიიღეს ინფორმაციას შემდეგი თემების შესახებ: რონდო, კონტრშეტევა. მოდულს უეფას Jira Panel-ის წევრი, გენადი სკურტული ესწრებოდა.

PRO ლიცენზიის მიმდინარე კურსზე 15 მწვრთნელი ირიცხება. კურსი 2021 წლის მარტში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.