სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების მეკარეების მწვრთნელების B ლიცენზიის კურსი დაიწყო

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით უეფას მწვრთნელთა განათლების მეკარეების მწვრთნელთა B ლიცენზიის მეორე კურსი დაიწყო. კურსი სამი 3-დღიანი მოდულისგან შედგება და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. 

პირველი მოდულის ფარგლებში, რომელიც 25-27 ივლისს გაიმართა, მსმენელებმა ინფორმაცია შემდეგი თემების შესახებ მიიღეს: მეკარის ჩართულობა ბურთის ამოტანისას, სავარჯიშო სესიის დაგეგმარება და შემუშავება, სწავლების ხელოვნება, მეკარეების ფილოსოფია, პოზიციის შერჩევა და დარტყმების შეჩერება, ადრეული და გვიანი ჩაწოდებები.

მოდულის თეორიულ ნაწილს „დავით პეტრიაშვილი არენამ“ უმასპინძლა, ხოლო პრაქტიკულს - თენგიზ სულაქველიძის სახელობის აკადემიამ. კურსის პირველ მოდულში მონაწილეობა მიიღო უეფა-ს მეკარეების მწვრთნელთა ჯგუფის ექსპერტმა, მარტ პუმმა. 

საწვრთნელ პროგრამაში მონაწილეობას იღებენ ეროვნული ლიგის, ეროვნული ლიგა 2-ის და საფეხბურთო აკადემიების წარმომადგენლები. კურსზე 20 ლიცეზიის მაძიებელი ირიცხება.