სიახლეები

უეფას B და A ლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის Refresh კურსებზე რეგისტრაცია სრულდება

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ უეფას მწვრთნელთა განათლების B და A ლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის Refresh კურსზე რეგისტრაცია სრულდება.

საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველ მწვრთნელებს, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ მითითებულ ბმულზე მიმდინარე წლის 1 აგვისტოს ჩათვლით.

უეფას მწვრთნელთა განათლების B და A ლიცენზიების Refresh კურსზე რეგისტრაცია შეუძლია ყველა მწვრთნელს, რომლის ლიცენზიას ვადა გაუვიდა ან მოქმედების ვადა 2022 წლის ბოლომდე ეწურება.

კურსებთან დაკავშირებით, რომლებიც 9,10 (Refresh B) და 11,12 (Refresh A) აგვისტოს გაიმართება, კანდიდატები დამატებით ინფორმაციას რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.