სიახლეები

საბურთალო 17-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდელთა ლიგის 2021 წლის სეზონის გათამაშების გამარჯვებული „საბურთალოს“ ასაკობრივი გუნდი გახდა. 

„საბურთალოს“ 17-წლამდელთა გუნდი თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, გრიგოლ ცაავამ და გენერალუდმა მდივანმა, გია ძამუკაშვილმა დააჯილდოვა. 

გათამაშების გამარჯვებული გუნდის წევრებს ოქროს მედლები და საჩემპიონო ფარი „ბენდელას“ სტადიონზე, გათამაშების დასკვნითი მატჩის შემდეგ გადაეცათ. 

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ოქროს ლიგის სეზონი, რომელეც Covid 19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, 2022 წელს დასრულდა.