სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, Erasmus-ის პროექტ Integrisport Next-ის ორდღიანი სემინარი გაიმართა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, ოლიმპიურ კომიტეტში Erasmus-ის საგრანტო პროექტის, Integrisport Next-ის ორდღიანი სემინარი ჩატარდა.
ღონისძიების გახსნას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე და სხვადასხვა სამინისტროსა და სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სემინარი შეეხებოდაა სპორტში მანიპულაციების და კორუფციის თემას და მიზნად ისახავს კვლევას, რომელიც დაეხმარება საგამოძიებო სამსახურების თანამშრომლებსა და სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს ამ კუთხით კვალიფიკაციის ამაღლებაში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გადამზადდება ათობით სპეციალისტი. სემინარზე მოწვეულნი იყვნენ ორგანიზაციის წარმომადგენლები და ექსპერტები, კარლოს გუტიერესი და ნორბერტ რუბიჩეკი, რომლებიც სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო სფფ-ის სპორტული სამართლიანობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ ბზიკაძემ, რომელიც მოხსენებით წარსდგა ფეხბურთში ჩატარებული საქმიანობის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ამ პროექტში საქართველოსთან ერთად ევროპის 11 ქვეყანა, 19 პარტნიორი ორგანიზაცია და სპორტული მანიპულაციის თემაზე მომუშავე 70 დაწესებულებაა ჩართული.