საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის მატჩი თბილისის მერანი 2-სა და თბილისი სითის შორის, რომელიც 27 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გლდანის საფეხბურთო ცენტრში უნდა გამართულიყო, გადაიდო.
მატჩის გადადების გადაწყვეტილება მსაჯთა ბრიგადამ თამაშის დაწყებამდე საათ-ნახევრით ადრე მიიღო. აღნიშნულის მიზეზი მატჩის მასპინძელ სტადიონზე მინდვრის საფარის მცირე მონაკვეთის დეფორმაცია გახდა.
დაზიანება უხვმა ნალექმა გამოიწვია, ხარვეზი ორი დღის განმავლობაში გამოსწორდება და სრული დატვირთვით განახლდება სტადიონის ფუნქციონირება. მერანი 2-სა და თბილისი სითის შორის დაპირისპირება 14 აგვისტოს გაიმართება.