საქართველოს 15-წლამდელთა ლიგის 2021 წლის სეზონის გათამაშების გამარჯვებული „დინამო თბილისის“ ასაკობრივი გუნდი გახდა.
„დინამო თბილისის“ 15-წლამდელთა გუნდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ დააჯილდოვა.
გათამაშების გამარჯვებული გუნდის წევრებს ოქროს მედლები და საჩემპიონო ფარი „დინამო თბილისის“ აკადემიაში, „საბურთალოსთან“ მატჩის შემდეგ გადაეცათ.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ოქროს ლიგის სეზონი, რომელეც Covid 19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, 2022 წელს დასრულდა.