სიახლეები

ფეხბურთი ყველას - მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალი გრძელდება

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანსაღი და ნათელი მომავლისთვის“ ერთობლივი პროექტი გრძელდება. 

ტურნირის ფარგლებში, რომელშიც ერთმანეთს ბავშვთა სახლების და დღის ცენტრების გუნდები ხვდებიან, მორიგი მატჩი თბილისში, ფეხბურთის ფედერაციის ვაკის ტექნიკურ ცენტრში გაიმართა თბილისის კარიტასსა და ღვანკითის იუნკერებს შორის.

პატარა ფეხბურთელები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანსაღი და ნათელი მომავლისათვის“ ერთობლივი პროექტის მონაწილეები არიან, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 400 ბავშვს აერთიანებს. 

უკვე 7 წელზე მეტია, რაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში არსებული ბავშვთა სახლებსა და დღის ცენტრებში ფეხბურთის ფედერაციის სრული დაფინანსებით, საფეხბურთო გუნდები ჩამოყალიბდა, სადაც აღსაზრდელები სისტემატურად ვარჯიშობენ.