საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს ვეტერანი ქართველი ფეხბურთელის, მალხაზ არზიანის გარდაცვალების გამო.
არზიანის საფეხბურთო კარიერის დიდი ნაწილი თბილისის "დინამოს" უკავშირდება, სადაც პირველად 1982 წელს მოხვდა. თბილისური კლუბის შემადგენლობაში მან 109 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მალხაზ არზიანს ასევე უთამაშია ფოთის "კოლხეთის", ბათუმის "დინამოს", ლანჩხუთის "გურიის", რუსთავის "მეტალურგის" და შვედური "გელივარეს" შემადგენლობაში.
1992 წელს, არზიანმა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში აზერბაიჯანთან მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მის მეგობრებსა და საფეხბურთო ოჯახს.