სიახლეები

სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილება

სფფ
გაუზიარე

2022 წლის 18 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე 2022 წლის 15 ივნისს რეგიონული ლიგის ეგიდით ს.კ. ხაშურის „ივერიისა“ და ს.კ. „“გლდანს“ შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტის შესახებ იმსჯელეს.

კომიტეტის გადაწყვეტილებით, საფეხბურთო კლუბ ხაშურის „ივერიას“ ჩაეთვალა წაგება ანგარიშით 0:3, ასევე დაეკისრა 4 საშინაო მატჩის მაყურებლის გარეშე გამართვა და ფულადი ჯარიმა. საფეხბურთო კლუბ „გლდანს“ ჩაეთვალა წაგება ანგარიშით 0:3 და დაეკისრა ფულადი ჯარიმა.

ხაშურის „ივერიის“ ფეხბურთელებს, გიორგი ნოზაძეს, ნიკა ივანიშვილსა და ლაშა ხაჩიძეს დაეკისრათ ფულადი ჯარიმა და ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია.

„გლდანის“ ფეხბურთელს გიორგი იოსელიანს დაეკისრა ფულადი ჯარიმა და შვიდმატჩიანი დისკვალიფიკაცია. „გლდანის“ ფეხბურთელს, გაგა სამადაშვილს დაეკისრა ფულადი ჯარიმა და ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია.