სიახლეები

ქართველი მსაჯები ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატზე

მსაჯები
გაუზიარე

სლოვაკეთში მიმდინარე 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ქართველი მსაჯები იმუშავებენ. 

უეფას გადაწყვეტილებით, სლოვაკეთისა და იტალიის 19-წლამდე ნაკრებების მატჩის მთავარი მსაჯი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება, ხოლო მისი პირველი ასისტენტი დავით გაბისონიაა. ქართველ არბიტრებთან ერთად, მატჩზე ლიეტუველი მსაჯები იმუშავებენ. შეხვედრა 21 ივნისს, ტრნავაში გაიმართება და თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება. 

ამას გარდა, 2 ივნისს, ქართველმა მსაჯებმა უეფას ერთა ლიგის მატჩზე იმუშავეს. ლიხტენშტეინი - მოლდოვას მატჩის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იყო და მას ასისტენტობა ლევან ვარამიშვილმა და ზაზა ფიფიამ გაუწიეს. მეოთხე მსაჯი კი, დავით ხარიტონაშვილი გახლდათ.