საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრები ერევანში იმყოფება, სადაც 16 ივნისს ამხანაგურ მატჩს სომხეთის ვეტერან ფეხბურთელებთან გამართავს.
ამხანაგური შეხვედრა სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის 30 წლის იუბილეს ეძღვნება.
საქართველოს ნაკრებს სხვადასხვა თაობის ფეხბურთელები წარმოადგენენ, მათ შორის ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, დავით მუჯირი, ზურაბ ხიზანიშვილი, გიორგი დემეტრაძე, დავით სირაძე, გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, გუნდის მთავარი მწვრთნელი კი, ოთარ გაბელიაა.
სომხეთის ნაკრების შემადგენლობაში იურა მოვსისიანი, მარკოს პიზელი, ედგარ მანუჩარიანი ითამაშებენ, რომან ბერეზოვსკი კი მოთამაშე-მწვრთნელი იქნება.
ერევანში გასამართი მატჩი 19:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხის ტელესკოლა შემოგთავაზებთ.