14 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების მეორე და მეთექვსმეტედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
დებულების შესაბამისად, მომდევნო ეტაპის საგზური ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდება. დავით ყიფიანის სახელობის თასის მეორე ეტაპის შეხვედრები 6 და 7 ივლისს გაიმართება.
მეორე ეტაპზე 24 გუნდი 12 გამარჯვებულს გამოავლენს, რომელთაც მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის 16 გუნდი შეუერთდება. შემდეგ ეტაპზე, 14 გამარჯვებულს მერვედფინალში ავტომატურად გადასული ეროვნული ლიგის გასული სეზონის გამარჯვებული დინამო ბათუმი და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი საბურთალო დაემატებიან. მეთექვსმეტედფინალური ეტაპის მატჩები 7 აგვისტოს გაიმართება.